среда, 20 апреля 2016 г.

დღე მეცხრე

   დღესაც საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ!
ჩვენს მიერ შექმნილი რესურსების დახვეწის მიზნით ერთმანეთს შევუფასეთ პორტფოლიოებში განთავსებული მასალები. ასევე მოვისმინეთ ტრენერის სათანადო კომენტარები, რაც ძალიან დაგვეხმარება მასალების შემდგომ სრულყოფაში.
   ცხრავე ტრენინგი მაქსიმალურად დატვირთული იყო აქტივობებით და ტრენერის პროფესიონალიზმი მნიშვნელოვნად დაეხმარა ტრენინგის ყველა მონაწილეს წარმატებით გაერთვა თავი  გეგმით გათვალისწინებული აქტივობებისთვის, ხელმისაწვდომი გაეხადა მათთვის  ესათუის ქმედება.

вторник, 19 апреля 2016 г.

დღე მერვე

    დღეს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ჩემს მიერ შედგენილ დოკუმენტაციას, მასალები დავხვეწე, გავუკეთე რედაქტირება და ავტვირთე ჩემს დისკზე განთავსებულ შესაბამის საქაღალდეებში.,,

пятница, 15 апреля 2016 г.

დღე მეშვიდე

  გავიხსენე გარდნერისა და ბლუმის თეორიები და სწავლებისადმი დიფერენცირებული მიდგომის სტრატეგიები და მათი გამოყენებით შევადგინე   დავალებები მოსწავლეებისთვის პროექტის თემატიკაზე, რაც დამეხმარება მათი სხვადასხვა სახის ინტელექტის მაქსიმალურ გამოვლენაში. დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ასევე ვისწავლე ბლოგის შექმნა! ეს დამეხმარება მოსწავლეთა შორის კომუნიკაციის დამყარებაში.

среда, 13 апреля 2016 г.

დღე მეექვსე

 დღეს კვლავ დავუბრუნდით მასწავლებლის ამპლუას და ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო მაშრომების შეფასების სრულყოფაზე..ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე, რაც დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და მათი შეფასების სტრატეგიები. კიდევ უფრო დავხვეწე ინფორმაციული ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტურად გამოყენების მეთოდები მოსწავლეთა სწავლების პროცესის ხელშესაწყობად.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

დღე მეხუთე

დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ და შევქმენით მოსწავლის თვალით დანახული სასწავლო ნიმუშები. დღეს კიდევ ერთხელ გამოვიყენეთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის.

пятница, 8 апреля 2016 г.

დღე მეოთხე

დღევანდელი მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა, თუ როგორ გამოვიყენო პროექტზე მუშაობისას განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდები.
 გავეცანი პროექტის შექმნისა და განხორციელების ცალკეულ ეტაპზე გამოყენებად მეთიდებსა და მათი შეფასების ინსტრუმენტებს. გავეცანი, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტის გამოყენება სწავლება–სწავლის პროცესის სრულყოფისთვის, ანუ როგორ შევქმნა დახურული ჯგუფები და მათი გამოყენებით როგორ განვახორციელო მოსწავლეებთან ინტერენეტ თანამშრომლობა..

воскресенье, 3 апреля 2016 г.

მესამე დღე

   გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების არსს და მათ საფუძველზე შევადგინე ჩემი პროექტის შესაბამისი ამ ტიპის კითხვები. გავიაზრე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვების სწორად ჩამოყალიბება, რომ დავაინტერესო მოსწავლეები პროექტის შინაარსით და რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩავრთო მასში.
   შევადგინე პროექტის გეგმის მონახაზი...